28 ნოემბერი 2024,   00:50
ვრცლად
ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი - "საქსტატის" მონაცემებით, 2021 წელს საგარეო ვაჭრობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია   

საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესების ტემპი, ექსპორტის ბოლო მაჩვენებელი და რეკორდული მოცულობა - მონაცემები დღეს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა. "საქსტატის" დირექტორი განმარტავს, რომ ზოგადი ინფორმაციის გარდა, რამდენიმე დღეში დეტალური მონაცემებიც გამოქვეყნდება, რაც უფრო კონკრეტული ანალიზის საშუალებას შექმნის. 

მონაცემების მიხედვით, 2021 წელს არა მხოლოდ საგარეო ვაჭრობის სრული გაჯანსაღება, არამედ ექსპორტის, იმპორტის და სავაჭრო ბრუნვის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა. ექსპორტის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი, მხოლოდ 2019 წელს იყო. მაშინდელი მონაცემები დღეს გამოქვეყნებული შედეგის მიხედვით გაუმჯობესებულია.

ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ ვარაუდები გამართლდა. ნათია თურნავას განმარტებით, წლევანდელი ექსპორტის მაჩვენებელი რეკორდულია და მან აქამდე არსებულ მაქსიმუმს გადაუსწრო.

ეკონომიკური გუნდისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ ოპოზიციაში. მათი ნაწილი ხელისუფლებას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ქვეყანაში ინვესტიციების შემცირებამ ბევრი პრობლემა გამოკვეთა.

ოპოზიციისგან განსხვავებით სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს მთავრობის სწორ პოლიტიკას უკავშირებენ "ქართულ ოცნებაში". მმართველი გუნდის წევრების განცხადებით, მონაცემები ეკონომიკის სრული ტემპით გაჯანსაღებაზე მიუთითებს.

ექსპერტების შეფასებით კი, ორნიშნა ეკონომიკურმა მატებამ მაკროეკონომიკური ინდიკატორების გაუმჯობესება ყველა მიმართულებით უზრუნველყო. როგორც სპეციალისტები ამბობენ, მონაცემების ზრდა რეკორდულია 2019 წელთან მიმართებაში, როცა ექსპორტის მატება ისტორიულ მაქსიმუმს აღწევდა.

საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებით დამატებით მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 20 იანვარს გამოაქვეყნებს. 

დღის ამბები