28 ნოემბერი 2024,   00:50
ვრცლად
"ჯამში, სიკვდილობა და ჰოსპიტალიზაცია იზრდება..." - თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რატომ არის "დელტაზე" მსუბუქი შტამის "ომიკრონის" ტალღა უფრო საშიში

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე "ომიკრონისა" და "დელტა" შტამების განსხვავებებზე საუბრობს. როგორც თენგიზ ცერცვაძე ამბობს, "ომიკრონი" ნაკლებ სიკვდილობას იწვევს, თუმცა პროცენტი ჯერ განსაზღვრული არ არის.  

"დიახ, ის ნაკლებად მძიმე დაავადებას იწვევს ვიდრე "დელტა" შტამი და ნაკლებ სიკვდილობას, თუმცა, პროცენტი ჯერ არავის განუსაზღვრავს. მაგრამ, რაოდენობა ავადმყოფების იმდენად აჭარბებს უკვე ამერიკაში, ევროპაში და სავარაუდოდ, მომავალში უკვე საქართველოში "დელტა" შტამით ინფიცირებულთა რაოდენობას, რომ ეს რაოდენობაში სხვაობა ფარავს მეტობით იმას, რომ "ომიკრონი" იწვევს ნაკლებ სიკვდილობას. ჯამში, სიკვდილობა და ჰოსპიტალიზაცია იზრდება," - ამბობს თენგიზ ცერცვაძე.  

დღის ამბები