28 ნოემბერი 2024,   00:37
ვრცლად
უსიმპტომო პაციენტების იზოლაციის პერიოდი 8 დღემდე მცირდება - ბიძინა კულუმბეგოვი

"ომიკრონის" გამოწვევების პასუხად ჯანდაცვის სისტემა სრულ მობილიზაციას აცხადებ ს- უახლოეს დღეებში უნდა გაიზარდოს საწოლფონდი და დამატებით ამუშავდება ონლაინ-კლინიკები.

ჯანდაცვის სამინისტროში სპეციალისტებთან შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, თვითიზოლაციის ვადები შემცირდა. 

"8 დღემდე მცირდება უსიმპტომო მსუბუქი პაციენტების იზოლაციის პერიოდი. სიმპტომიანი პაციენტების კი 10-დღემდე. კონტაქტების შემთხევაში თუ არის ვაქცინირებული და დაბუსტერებული ან ახალი გადატნილი თუ აქვს კოვიდი 90 დღის მანძილზე თვითიზოლაციის ყოველგვარი ვალდებულება ეხსნებათ,"- ბიძინა კულუმბეგოვი

ექიმებთან კონსულტაციის შედეგ ითქვა, რომ გაუარესებული ეპიდვითარების მიუხედავად, სასწავლო პროცესი ქვეყანაში ჩვეულ რეჟიმში განახლდება.

დღის ამბები