28 ნოემბერი 2024,   00:49
ვრცლად
რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას საქართველოს მიმართ ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატა შემაშფოთებელ და მნიშვნელოვან პრობლემად თვლის

საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკასა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ფაქტებზე, ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატაში იმსჯელეს.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მინისტრმა, ხაზი გაუსვა საქართველოსა და ყირიმში რუსეთის გრძელვადიან ქმედებებს. მაშინ, როდესაც დასავლეთი რუსეთთან მიმართებით მოკლევადიანი ნაბიჯებით შემოიფარგლება. მინისტრმა დასავლეთის ეს პოზიცია "ნამდვილად დამაფიქრებელ" საკითხად დაასახელა, ხოლო რუსეთის ქმედებები, მნიშვნელოვან პრობლემად.

"დასავლეთი, როგორც ჩანს რუსეთთან მიმართებით მოკლევადიან პერსპექტივაში მოქმედებს, ხოლო რუსეთი, როგორც ეს საქართველოსა და ყირიმში აქამდე მისმა ქმედებებმა აჩვენა, მოქმედებს გრძელვადიან პერსპექტივაში. ეს არის ის, რაზეც ჩვენ ნამდვილად უნდა დავფიქრდეთ. როგორც ამ დებატმა გამოკვეთა, რუსეთის ბოლო დროინდელი მოქმედებები იწვევს მნიშვნელოვან შეშფოთებას,"- აცხადებს გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მინისტრი კრის ჰიტონ-ჰარისი.

დღის ამბები