28 ნოემბერი 2024,   01:50
ვრცლად
უკრაინელი ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე უკრაინის გენპროკურატურაში რამდენიმე მიმართულებით გამოძიება დაიწყო

მსჯავრდებული და ბრალდებული ექსპრეზიდენტი ქართველმა და უკრაინელმა ადვოკატებმა მოინახულეს.

როგორც გიორგი მშვენიერაძემ დააანონსა, პატიმრის დაცვის მხარე, პენიტენციური დაწესებულების წინააღმდეგ სამართლებრივ რეაგირებას დაიწყებს.

სააკაშვილის ინტერესების დამცველი აცხადებს, რომ პატიმარს პირად ექიმთან კონსულტაციის შესაძლებლობა არ ეძლევა. რაც შეეხება უკრაინელ ადვოკატს, ევგენი გრუშოვეცის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე უკრაინის გენპროკურატურაში რამდენიმე მიმართულებით გამოძიება დაიწყო.

"უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მან გარკვეული ინფორმაციის გაზიარების ნება დაგვრთო. უკრაინაში აღძრულია რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე საქართველოს პენიტენციური სამსახურის რამდენიმე თანამდებობის პირზე, რაც დაკავშირებულია არაადამიანურ მოპყრობასთან, ჯანმრთელობის დაზიანებასთან და არასწორ მკურნალობასთან. დღეს საქართველოს ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ არ შეუძლია ამ პირების სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დაშალა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ უკრაინა ყველაფერს გააკეთებს, რომ დადგეს ამ პირების პასუხისმგებლობის საკითხი,"- აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ევგენი გრუშოვეცი.

დღის ამბები