ბრიტანეთის პრინც ენდრიუს სამეფო ტიტული ჩამოერთვა. "დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორის თანხმობით, მის ვაჟს, პრინც ენდრიუს აღარ აქვს სამხედრო წოდებები და სამეფო პატრონაჟი" - ნათქვამია სამეფო ოჯახის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ შეტყობინებაში.
პრინცი ენდრიუ 2000-იანი წლების დასაწყისში მომხდარი სექსუალური ძალადობის საქმეზეა ბრალდებული. ის შეერთებული შტატების სასამართლოს წინაშე კერძო პირის სტატუსით წარდგება.