28 ნოემბერი 2024,   01:27
ვრცლად
5 567ახალი შემთხვევა და 36 გარდაცვლილი - COVID-19-ის ბოლო 24 საათის სტატისტიკა საქართველოში

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 5 567 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კოვიდს კიდევ 36 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელდა 1 661 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 60 753 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით -34 092, ხოლო PCR ტესტით -26 661

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 იანვრის  მდგომარეობით, დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა - 9,16%  ბოლო 14 დღის განმავლობაში - 9,14%, ხოლო ბოლო 7 დღეში - 9,84% შეადგინა.

13 იანვარს  ქვეყნის მასშტაბით 6 864 აცრა ჩატარდა. სულ ქვეყანაში ჩატარებულია - 2 596 549 აცრა.

 

დღის ამბები