28 ნოემბერი 2024,   00:50
ვრცლად
რუსეთის ჩივის, რომ NATO-დან საფრთხე მოდის, მაგრამ NATO არ შეჭრილა უკრაინაში და საქართველოში, რუსეთი შეიჭრა - ენტონი ბლინკენი

NATO-ს კარი ღიაა და ეს ასე დარჩება - რუსეთის მოთხოვნებზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა "ემ ეს ენ ბისის" ეთერში ისაუბრა.

ენტონ ბლინკენის განცხადებით, ევროპის უსაფრთხოებისთვის გამოწვევებს ქმნის რუსეთი და არა ნატო, რადგან სწორედ რუსეთი შეიჭრა უკრაინასა და საქართველოში. შტატების სახელმწიფო მდივნის თქმითვე, ქვეყნების სუვერენული უფლებაა გადაწყვიტონ სურთ თუ არა ნატოში გაწევრიანება.

"NATO-ს კარი ღიაა და ასე დარჩება. ეს NATO-ს ფუნდამენტური პრინციპია. რუსეთის ჩივის იმაზე, რომ NATO-დან საფრთხე მოდის, მაგრამ NATO არ შეჭრილა უკრაინაში, რუსეთი შეიჭრა. NATO არ შეჭრილა საქართველოშიც, რუსეთი შეიჭრა. NATO-ს არ დაუტოვებია ძალები მოლდოვაში მისი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, რუსეთმა დატოვა. ასე რომ, თუ არსებობს გამოწვევა ევროპის უსაფრთხოებისთვის, ეს NATO-დან არ მოდის, რუსეთიდან მოდის. NATO-ში თავდაცვის ხარჯები მას შემდეგ გაიზარდა, რაც პრეზიდენტი პუტინი უკრაინაში შევიდა და რა თქმა უნდა, მანამდე იყო საქართველო,"- ნათქვამია ენტონ ბლინკენის განცხადებაში.

დღის ამბები