28 ნოემბერი 2024,   00:37
ვრცლად
მრავალფეროვანი და მდიდარი კარიერა, სპორტისა და მუსიკის თავდაუზოგავი ქომაგი - ჯანო ბაგრატიონი დღეს 83 წლის ასაკში გარდაიცვალა

ღირსების ორდენის კავალერი, საპატიო მოქალაქე და ოლიმპიური კომიტეტის საპატიო პრეზიდენტი. ჯანო ბაგრატიონი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. სპორტული მიღწევებისა და სამეცნიერო მეთოდური ნაშრომების გარდა, ცხოვრების განმავლობაში ჯანსუღ ბატრატიონმა ქართველ მსმენელსაც დაამახსოვრა თავი. თავისუფალ დროს იგი პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ჯაზ ორკესტრში მღეროდა.

მართალია ქართველ მსმენელს მისი შესრულებული არაერთი სიმღერა ახსოვს, თუმცა ჯანო ბაგრატიონმა სცენას ბევრად ნაკლები დრო დაუთმო, ვიდრე სპორტს.

ჯანო ბაგრატიონის მრავალფეროვანი და მდიდარი კარიერა ხელბურთელთა ნაკრების წევრობის გარდა, მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრობასაც ითვლის.

დღის ამბები