28 ნოემბერი 2024,   00:50
ვრცლად
საქართველოში უკვე 10 დღეა 42 წლის მამაკაცს ეძებენ, რომელსაც თან 32 ათასი ლარი ჰქონდა - "კურიერმა" საქმის დეტალები გაარკვია

საქართველოში უკვე 10 დღეა 42 წლის მამაკაცს ეძებენ. ნაზიმ ნაბიევი ბოლოს გარდაბნის მუნიციპალიტეტში სოფელ ყარაჯალარიში ნახეს. თავად ის იორმუღანლოდანაა, რომელიც გაუჩინარების ადგილამდე 72 კილომეტრითაა დაშორებული.

ეჭვებს აჩენს ის ფაქტი რომ მამაკაცს თან ჰქონდა დიდი ოდენობით თანხა - 32 ათასი ლარი, რომლითაც მას საქონელი უნდა შეეძინა. ცნობილია ვის ეკონტაქტა ის ბოლოს.

საქმე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლითაა აღძრული, თუმცა ვინ აღუკვეთა და ვისზეა ეჭვი გამოძიება არ აცხადებს.

დღის ამბები