28 ნოემბერი 2024,   00:46
ვრცლად
პარლამენტში თავდაცვისა და საგარეო საქმეთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა დასრულდა

პარლამენტში თავდაცვისა და საგარეო საქმეთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა დასრულდა, რომელზეც თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებს მოუსმინეს.

სხდომა მედიისთვის დახურული იყო, დეპუტატებს ჰქონდათ კითხვები, ძირითადად, უსაფრთხოების, რუსული აგრესიის და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, რა კეთდება იმ გამოწვევების საპასუხოდ, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მას მერე რაც კრემლმა დასავლეთს ულტიმატუმები წაუყენა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია აცხადებს, რომ პარტნიორებთან მუშაობა მნიშვნელოვანია. 

"საქართველოს მთავარი ინსტრუმენტი რაც გააჩნია, არის პარტნიორების მკაფიო მხარდაჭერა. ის მუშაობა, რაც პარტნიორებთან მიმდინარეობს არის მნიშვნელოვანი და პრევენციული,"-აცხადებს დარსალია. 

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია აცხადებს, რომ საქართველოს ნატოსთან ურთიერთობა არის მჭიდრო. 

"საქართველოს ნატოსთან ურთიერთობა არის ისეთი მჭიდრო და ახლო როგორც არასოდეს. შეხვედრაზე მოვისმინეთ როგორი იქნება 2022 წელს ნატოსთან თანამშრომლობა, როგორც პრაქტიკული ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით,"-აცხადებს ბერაია. 

დღის ამბები