28 ნოემბერი 2024,   01:35
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი ჯანო ბაგრატიონის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ჯანო ბაგრატიონის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც მთავრობის მეთაური "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე წერს, ჯანო ბაგრატიონმა არაერთი გამარჯვება მოუტანა ქართულ სპორტს და ათწლეულების განმავლობაში ემსახურებოდა ახალგაზრდა სპორტსმენთა აღზრდას.

"მწუხარებას გამოვთქვამ სახელოვანი ხელბურთელის, მწვრთნელისა და სპორტის მოღვაწის ჯანო ბაგრატიონის გარდაცვალების გამო. ბატონმა ჯანომ არაერთი გამარჯვება მოუტანა ქართულ სპორტს, შემდეგ კი ათწლეულების განმავლობაში ემსახურებოდა ახალგაზრდა სპორტსმენთა აღზრდას. ამავე დროს იგი გახლდათ სამაგალითო მოქალაქე მეგობრებისთვის, კოლეგებისთვის, ახალგაზრდებისთვის.

ამ მძიმე წუთებში გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ ჯანო ბაგრატიონის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს,"- აღნიშნავს ღარიბაშვილი. 

დღის ამბები