28 ნოემბერი 2024,   00:53
ვრცლად
თქვენ ისეთივე სასამართლო ხართ, როგორც მე ვარ ასტრონავტი -მიხეილ სააკაშვილი მოსამართლეს

საქართველოს მსჯავრდებულმა მე-3 პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს სასამართლო პროცესზე მიმართა: "თქვენ ისეთივე სასამართლო ხართ, როგორც მე ვარ ასტრონავტი - მიხეილ სააკაშვილი მოსამართლეს"

ეს მას შემდეგ, რაც მოსამართლემ სააკაშვილს მოუწოდა, სიტყვით გამოსვლის დროს დარბაზში მყოფი საზოგადოებისკენ კი არა, მის მხარეს მიტრიალებულიყო.

სააკაშილის თქმით, მისი გადასაწყვეტია, ვის მიმართავს.

"მე გადავწყვეტ, ვის მივმართო, მივმართავ ქართველ ხალხს, თქვენ ისეთივე სასამართლო ხართ, როგორც მე ვარ ასტრონავტი. მე მივმართავ ქართველ ხალხს.

არ ვაპირებ ივანიშვილის სასამართლოს ვუყურო თვალებში. ვაპირებ შევხედო თვალებში ქართველ ხალხს. ჩემთვის არავინ ხართ. მივმართავ ქართველ ხალხს, რომელის წინაშეც წარვდექი, ვერავინ გამაწყვეტინებს და თუ გამაწყვეტინებთ, ამაზე პასუხს გაგცემთ ქართველი ხალხი," - მიმართა სააკაშვილმა მოსამართლეს.

მსჯავრდებული პრეზიდენტის პოზიციას გამოესარჩლა მისი უფლებადამცველი ნიკოლოზ გვარამიაც. 

დღის ამბები