28 ნოემბერი 2024,   01:49
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაჰყვათ

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაჰყვათ. 

ამჯერად საქალაქო სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს - სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტზე განიხილავს. ექსპრეზიდენტის უფლებადამცველის განმარტებით, დაცვის მხარე სასამართლო პროცესზე რამდენიმე შუამდგომლობას დააყენებს. 

 მიხეილ სააკაშვილი საზღვრის უკანონო კვეთისთვის 1 ოქტომბერს დააკავეს, იგივე საქმეზე გამოძიებას კიდევ 3 ბრალდებული ჰყავს.

დღის ამბები