28 ნოემბერი 2024,   00:51
ვრცლად
"ომიკრონის" გავრცელების მოსალოდნელი პროგნოზი - ჯანდაცვის მინისტრმა ინფორმაცია ამირან გამყრელიძისგან პირადად მოისმინა

როგორია პროგნოზები "ომიკრონის" გავრცელებასთან დაკავშირებით - ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრმა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორისგან პირადად მოისმინა.

ზურაბ აზარაშვილი დაავადებათა კონტროლის ცენტრში იმყოფებოდა. ეწვია ლუგარის ლაბორატორიასაც. თანამშრომლებთან კი მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ჩართულობა პანდემიის მართვის პროცესში, ძალიან მნიშვნელოვანია. 

"გავეცანით მიმდინარე პანდემიის პირობებში დაავადებათა კონტროლის ცენტრის ჩართულობას. ძალიან მნიშვნელოვანია მათი როლი პანდემიის მართვის პროცესში. ასევე, მნიშვნელოვანია მათი როლი სხვადასხვა დაავადებების კონტროლის, პრევენციის და მართვის კუთხით," - ამბობს ზურაბ აზარაშვილი.

განცხადება გააკეთა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ. 

"ვფიქრობ, რომ ერთობლივად და სამინისტროს ხელმძღვანელობით, მომავალ პერიოდში იქნება სერიოზული ნაბიჯები გადადგმული შესაბამისად, ქვეყანაში როგორც პრევენციული მედიცინის, ისე საერთოდ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განვითარების მიმართულებით," - ამბობს ამირან გამყრელიძე.

დღის ამბები