28 ნოემბერი 2024,   01:29
ვრცლად
თაღლითობა ფულის გათეთრების ნაცვლად და 7 წლიანი პატიმრობა პატიმრობის გარეშე - ხაზარაძე, ჯაფარიძე, წერეთელი თავისუფლებაზე რჩებიან

თაღლითობა ფულის გათეთრების ნაცვლად და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც არ არის თავისუფლების აღკვეთა. ხანდაზმულობის მუხლის გამო მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი თავისუფლებაზე რჩებიან.

თუმცა სამივე მათგანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. სამართლებრივი კვალიფიკაცია შეცვლილია, ფინანსური მაქინაცია დარჩა. 

ბრალდებაც და დაცვაც სააპელაციო სასამართლოში მიდის. ბიზნესმენებს თაღლითების იარლიყი არ აწყობთ, პროკურატურას კი, 17 მილიონის უკანონო ლეგალიზების მუხლის შეცლა.

განსხვავებულია შეფასებები პოლიტიკაშიც.

ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე გადაწყვეტილება "ლელოს" ოფისში მოისმინეს სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებმაც. პოლიტიკოსები განაჩენზე ამბობენ, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის დაკავება პოლარიზაციას უფრო გააღრმავებდა და სასამართლომაც შუალედური გადაწყვეტილება მიიღო.

დამტკიცებული სამართლებრივი და პოლიტიკური თაღლითობა - ასე აფასებს მმართველი გუნდი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე გამოტანილ განაჩენს. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ფინანსურ მაქინაციებზე პოლიტიკური სარჩულის მიკერების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. დეპუტატების აზრით, სასამართოს განაჩენმა პარტია "ლელოს" შექმნის რეალური მიზეზიც გამოააშკარავა.

 

 

 

დღის ამბები