28 ნოემბერი 2024,   01:33
ვრცლად
დაბრუნება საგამოფენო სივრცეში 20 წლის შემდეგ - სოლიკო ვირსალაძის 113-ე იუბილე ეროვნულ გალერეაში გამოფენით გაიხსნება

20 წლის შემდეგ საგამოფენო სივრცეში სოლიკო ვირსალაძის 200-მდე ნამუშევარი გამოიფინება. სოლიკო ვირსალაძის 113-ე იუბილე ეროვნულ გალერეაში გამოფენით გაიხსნება. საექსპოზიციო დარბაზი ცნობილი სცენოგრაფის 200-მდე ნამუშევარს დაიტევს, დამთვალიერებელი მისი სახლ-მუზეუმის საარქივო ნივთებსა და კოსტიუმებს ნახავს.

მხატვრის მდიდარ პორტფოლიოს ეკუთვნის სუხიშვილების რეპერტუარში შეტანილი კოსტიუმირებული ნიუანსები. მუზეუმში მისვლა დამთვალიერებელს 14 იანვრიდან შეეძლება. გამოფენა საქართველოს ბანკის ეგიდით, სოლიკო ვირსალაძის სახელობის ფონდისა და საქართველოს კულტურის სამინისტრო თანამონაწილეობით იმართება.

დღის ამბები