28 ნოემბერი 2024,   01:48
ვრცლად
სასამართლომ დაადასტურა, რომ აგვისტოს ომამდე ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელი თაღლითურად დაეუფლნენ 17 მილიონს - ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში ხაზარაძე ჯაფარიძის სასამართლო პროცესის საქმეს გამოეხმაურა. 

როგორც ანრი ოხანაშვილი წერს, თუ ამ საქმეში ვინმემ  პოლიტიკა შეიტანა, ესენი სწორედ ხაზარაძე-ჯაფარიძე არიან და მათთან ალიანსში "ნაციონალური მოძრაობა".

ოხანაშვილის განცხადებით, მათ პოლიტიკას შეაფარეს თავი, რათა თაღლითობაზე საქმის წარმოება პოლიტიკურ დევნად გაესაღებინათ.

"მაშინ როდესაც ეს ადამიანები და “ნაციონალური მოძრაობა” ცდილობენ, საზოგადოება დაარწმუნონ, თითქოს მსჯავრდებულთა ქმედებები კანონის ფარგლებს არ გასცდენია, საინტერესოა, როგორ და რატომ მოხდა, რომ სესხის მიმღებმა კომპანიებმა აღებული თანხა მალევე ხაზარიძე-ჯაფარიძის ანგარიშებზე გადარიცხეს, სესხი კი რამდენიმე თვეში ჩამოეწერათ - "ეპატიათ".

სხვათაშორის, საინტერესოა, 17 მილიონი რამდენი ჩვენი მოქალაქისთვის აქვთ ჯერ სამომხმარებლო მიზნებისთვის მიცემული და შემდეგ ჩამოწერილ/ნაპატიები ხაზარაძე-ჯაფარიძეს?!!

როდესაც ამ საქმის პოლიტიზებაზეა საუბარი, ამ საქმეში თუკი ვინმემ შეიტანა პოლიტიკა, ესენი არიან სწორედ ხაზარაძე-ჯაფარიძე და მათთან ალიანსში ნაციონალური მოძრაობა.

ამ პირებს ხალხზე ზრუნვა 2019 წლის ივლისში - გამოძიების დაწყების შემდეგ - გაახსენდათ, რათა პოლიტიკისთვის შეეფარებინათ თავი და თაღლითობაზე საქმის წარმოება პოლიტიკურ დევნად გაესაღებინათ.

საბოლოოდ, თვალსაჩინოა "ლელოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს შორის მსგავსება სამართლებრივ და პოლიტიკურ თაღლითობაში, ერთ მხარეს არის ბიუჯეტის ფულის მისაკუთრებაში მხილებული გიგი უგულავა და მეორე მხარეს ბანკის ფულის თაღლითურად დაუფლებაში მხილებული ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელი", - წერს ანრი ოხანაშვილი.

დღის ამბები