28 ნოემბერი 2024,   01:42
ვრცლად
საქართველოსთან მიმართებაში ნატოელი მოკავშირეების პოზიცია არის უცვლელი - რა მოლოდინები აქვს NATO-რუსეთის მოლაპარაკებებიდან დავით ზალკალიანს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ NATO-რუსეთის მოლაპარაკებების პარალელურად, ოფიციალურ თბილისს მუდმივი კომუნიკაცია აქვს ბრიუსელთან და ვაშინგტონთან.  ამ კომუნიკაციის საფუძველზე დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ თბილისს ნამდვილად აქვს გარანტიები, რომ დასავლეთის პოზიციაში სტატუს კვო არ შეიცვლება საქართველოსა და უკრაინასთან და ზოგადად იმ პრინციპებთან მიმართებაში, რომელზეც დგას ევროპული უსაფრთხოება.  

როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელი "რუსთავი2"-თან საუბარში ამბობს, რამდენად ერთიანი იქნება დასავლეთი და აჩვენებს სიმტკიცეს, ამაზე იქნება დამოკიდებული საბოლოო წარმატება პოზიციებში:

"ეს საუბრები და შინაარსი, მე, რა თქმა უნდა, მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ საქართველოსთან მიმართებაში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, ნატოელი მოკავშირეების პოზიცია არის უცვლელი და ის არ შეიცვლება. იგივე პასუხს მიიღებენ ისინი დღეს, დარწმუნებული ვარ, ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომაზე. ილუზია არ მაქვს, რომ დიდი გარღვევა მოხდება მოლაპარაკების პირველი რაუნდის შედეგად, ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, ამ პროცესში ერთგვარი გამოცდა, ტესტირება მიდის და რამდენად ერთიანი იქნება დასავლეთი და აჩვენებს სიმტკიცეს, ვფიქრობ ამაზე იქნება დამოკიდებული საბოლოო წარმატება პოზიციებში,"- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დღის ამბები