ათასწლეულის გამოწვევების ფონდმა აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ათასწლეული ინოვაციის კონკურსის 2021 წლის გამარჯვებულები გამოავლინა. მთავარი პრიზი - აშშ-ში Nasa-ს საზაფხულო ბანაკში გამგზავრება გუნდმა "ელფებმა" მოიპოვეს.
გუნდმა "ელფებმა" კონკურსის ფარგლებში მოამზადეს პროექტი, რომლის მიზანიც დახურულ სივრცეში ჰაერის ვირუსებისგან, ბაქტერიებისგან, სპორებისგან და მტვრის ნაწილაკებისგან გაწმენდაა დანადგარის საშუალებით, რომელიც ჰაერში მყოფი სხვადასხვა მოლეკულების იონიზაციას ახდენს.
ღონისძიებას ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, პარლამენტის თავმჯდომარე და განათლების მინისტრიც ესწრებოდნენ.