28 ნოემბერი 2024,   00:34
ვრცლად
საქალაქო სასამართლო ინსპექტორის სამსახურს მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

თბილისის საქალაქო სასამართლო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაციის გავრცელებასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში ადანაშაულებს. სასამართლო პასუხს სცემს კითხვებს განხილვის ვადებთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ ეს კანონით დადგენილი დროის ფარგლებში მოხდა.

საქმე ეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც მიხეილ სააკაშვილის ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით ინსპექტორის სამსახურის სანქცია გაუქმდა.

ცნობისთვის, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადება და უწყების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის კვების რაციონისა და აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გასაჯაროების შესახებ, ემსახურებოდა სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ლეგიტიმურ მიზანს, შესაბამისად, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის მოთხოვნების დარღვევა არ დადგინდა. 

დღის ამბები