28 ნოემბერი 2024,   01:32
ვრცლად
კვორუმის არ არსებობის გამო, უკვე მეხუთედ ჩაშლილი სხდომის გამო ზუგდიდის საკრებულომ თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩია

ზუგდიდის საკრებულომ თავმჯდომარის არჩევა ისევ ვერ შეძლო. კენჭისყრის პროცესი უკვე მეხუთედ ჩავარდა, კვორუმის არ არსებობის გამო სხდომაზე ჯერ შესვენება გამოცხადდა, შემდეგ კი ჩაიშალა. ზუგდიდშიც უმრავლესობის პრობლემაა, შესაბამისად თავმჯდომარის არჩევა ჭიანურდება.

ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია "ზუგდიდი - საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიგა ფარულავა ამბობს, რომ კვორუმის არ არსებობის გამო ისევ ვერ აირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარე. 

"ნაციონალური მოძრაობა" მეხუთედ არ ესწრება საკრებულოს სხდომას. ვერცერთი პარტია სამწუხაროდ ვერ გამოდის თავიანთი პოლიტიკური ინტერესებიდან, რომ ერთ პარტიულად ვმართოთ საკრებულო,"- აცხადებს გიგა ფარულავა.

ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილის ჯონი ჯიქიას თქმით, ყოველთვის წამოაყენებენ გარკვეულ საკითხებს და იმედოვნებს, რომ დეპუტატები დაუჭერენ მხარს, მათ შორის ოპოზიციაც. 

"ჩვენ ვართ მთავრობა, ვერ ვიქნებით ოპოზიციაში. ჩვენ ყოველთვის გავიტანთ ჩვენს საკითხებს. რაიონი არ უნდა გაჩერდეს საკრებულოს და მერიის დაპირისპირება კარგად ვიცით რასაც მოიტანს,"- აცხადებს ჯონი ჯიქია.

რაც შეეხება ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის ირაკლი გოგოხიას თქმით,ფრაქციას აქვს უფლება, რომ ჩანიშნოს სხდომა. გამომდინარე აქედან, შეზღუდვას ვერ ხედავს. შესაძლებელია რამდენიმე კვირაში ჩატარდეს საკრებულოს სხდომა ვინაიდან ფრაქციას აქვს უფლება მოითხოვოს ეს.

დღის ამბები