28 ნოემბერი 2024,   01:45
ვრცლად
მოცემულობა, როდესაც ერთი მხრივ დესტრუქციული კრიმინალური ძალები და მეორეს მხრივ, მოღალატეები ერთიანდებიან - დავით მათიკაშვილი ჩხოროწყუს საკრებულოზე

გიორგი გახარიას "საქართველოსთვის" და "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური გარიგების შედეგად, ჩხოროწყუს საკრებულომ თავმჯდომარის კიდევ ერთი ოპოზიციონერი მოადგილე არჩევას მმართველ გუნდში ეხმიანებიან.

ჩხოროწყუს საკრებულოში განვითარებული პროცესები "ქართული ოცნებისთვის" მორიგი დასტურია, რომ გიორგი გახარიას პარტია და "ნაციონალური მოძრობა" ალიანსში არიან. დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ ეს ორი ძალა რეგიონისთვის პრობლემების შესაქმნელად ერთიანდება.

"ეს არის მოცემულობა, როდესაც ერთი მხრივ დესტრუქციული კრიმინალური ძალები და მეორეს მხრივ, მოღალატეები ერთიანდებიან ქვეყნის, კონკრეტული რეგიონებისთვის პრობლემებს შესაქმნელად. მე მინდა დავამშვიდო რეგიონის მოსახლეობა და დავარწმუნო ყველა ოპონენტი, რომ რა თქმა უნდა, მათ არც ერთ გზის არ გაუმოუვათ საკუთარი დესტრუქციული მიზნების განხორციელება," - ამბობს დავით მათიკაშვილი.

დღის ამბები