28 ნოემბერი 2024,   01:48
ვრცლად
ის, რომ ივანიშვილმა ბოლომდე არ აღიარა საკუთარი დანაშაული, აჩვენებს იმაზე, რომ უკან დახევაშიც კი ეს ადამიანები არ ატარებენ ღირსებას - საბა ბუაძე

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელი ჯგუფურ თაღლითობაში დამნაშავედ ცნეს, 7-7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა საქმის ხანდაზმულობის გამო სასჯელისგან გაათავისუფლეს. საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებას, პოლიტიკურ სპექტრში სხვადასხვაგვარი შეფასებები მოჰყვა.

"ის, რომ ივანიშვილმა ბოლომდე არ აღიარა საკუთარი დანაშაული და გამამართლებელი განაჩენი არ დააყენა, გადაკვალიფიცირება მოახდინა ამ მუხლის, აჩვენებს იმაზე, რომ უკან დახევაშიც კი ეს ადამიანები არ ატარებენ ღირსებას და უკან დახევაც კი ძალიან ლაჩრული იყო, სადაც მოხდა მორიგი სამართლებრივი აბსურდის შექმნა და გადაკვალიფიცირება იმ მუხლით, რომელსაც საერთოდ არ ედავებოდა პროკურატურა," - განაცხადა საბა ბუაძე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი თეონა აქუბარდია ამბობს, რომ ის ყალბი ბრალდებები, რითიც 3 წლის განმავლობაში "ოცნება" ცდილობდა "ლელოს" ლიდერები ფულის გამთეთრებლებად წარმოეჩინა, გაბათილდა.

პარლამენტის ფრაქციის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის"წევრი სალომე სამადაშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებას ნონსენსს უწოდებს.

"ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ, თუ რამხელა ფასს ვიხდით ჩვენ როგორც სახელმწიფო და საზოგადოება, იმისთვის, რომ ქვეყანაში არ არსებობს სასამართლოს დამოუკიდებლობა, კანონის უზენაესობა და ის პრინციპები, რომელზეც დგას საერთოდ დღეს დემოკრატიული სახელმწიფო," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლომ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო, თუმცა საპატიმრო სასჯელისგან გაათავისუფლა.

შეგახსენებთ, "ლელოს" ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.

დღის ამბები