28 ნოემბერი 2024,   00:48
ვრცლად
NATO-ს კარი ღია რჩება მსურველი ქვეყნებისთვის - ვიქტორია ნულანდი

პრესკონფერენციაზე, რუსეთთან მოლაპარაკებების შესახებ, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ისაუბრა.

NATO-ს  გაფართოების საკითხზე შეკითხვის საპასუხოდ, ვიქტორია ნულანდმა საქართველოც ახსენა და თქვა, რომ ალიანსის ღია კარის პოლიტიკა, გაერთიანების ძირეული პრინციპია და NATO-ს კარი ღია რჩება მსურველი ქვეყნებისთვის.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში, ვიქტორია ნულანდის განმარტებით, NATO -ს კარი ღია რჩება ნებისმიერი ევროპული ქვეყნისთვის, რომელიც პასუხობს NATO -ს მაღალ სტანდარტებს. როგორიცაა, საქართველო, უკრაინა და სხვები.

"რაც შეეხება NATO -ს ღია კარის პოლიტიკას, როგორც იცით, ამ პროცესში 30 წელზე მეტია ჩართული ვარ. ეს ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ძირეული პრინციპია, მისი კარი ღია რჩება ნებისმიერი ევროპული ქვეყნისთვის, რომელიც პასუხობს NATO -ს მაღალ სტანდარტებს. ასე, რომ ჩვენ გვყავს ქვეყნები, რომლებიც გახდნენ NATO -ს წევრები და გვყავს ქვეყნები, რომლებსაც NATO -ში გაწევრიანება სურთ და ბევრს მუშაობენ NATO -სთან ერთად, რათა ეს სტანდარტები დააკმაყოფილონ.

ამ ქვეყნებს შორისაა საქართველო, უკრაინა და სხვები. ასე რომ, აბსოლუტურად არსებითი მნიშვნელობა აქვს, არა მხოლოდ ამ პრინციპის დაცვას, რომელიც 70 წელზე მეტია გვაქვს, არამედ იმასაც, რომ ქვეყნებმა, რომლებიც NATO -ს წევრობისთვის ისწრაფვიან ბევრი იმუშაონ მზაობისთვის,"- განმარტავს, ვიქტორია ნულანდი.

ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა ისიც, რომ NATO რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს

"NATO რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ რუსეთი არ აირჩევს NATO -სთვის საფრთხის შექმნას. იმას, რომ ალიანსის ღია კარის დახურვის უფლება არავის აქვს," - ხაზი გაუსვა NATO -ში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, ჯულიან სმიტმაც CNN -თან ინტერვიუში.

დღის ამბები