28 ნოემბერი 2024,   01:35
ვრცლად
ვინ მიიღებს მედიკამენტების 500-ლარიან ვაუჩერებს - პროგრამა დღეს ამოქმედდა

დღეიდან თბილისში მედიკამენტების 500-ლარიანი ვაუჩერების პროგრამა ამოქმედდა. პროგრამის ბენეფიციარები თბილისში რეგისტრირებული საპენსიო ასაკის პირები იქნებიან, რომელთა ოჯახების სოციალური სარეიტინგო ქულა 200 000–ს არ აღემატება.

ეს არის ყოველწლიური და არა ერთჯერადი ვაუჩერი, რომლის გამოყენება ბენეფიციარებს თავიანთი შეხედულებისამებრ, ექიმის დანიშნულებიდან გამომდინარე, მთელი წლის განმავლობაში, ლიმიტის ამოწურვამდე შეეძლებათ.

მოქალაქეს ვაუჩერის მისაღებად მერიაში ან რაიონის გამგეობაში მისვლა არ დასჭირდება და კრიტერიუმების დაკმაყოფილებისთანავე, ავტომატურად გახდება პროგრამით მოსარგებლე.

მერიის ახალი ინიციატივით, თბილისში რეგისტრირებული 40 ათასამდე პენსიონერი ისარგებლებს. ისინი მედიკამენტების 500 ლარიან ვაუჩერს ყოველწლიურად მიიღებენ. ადგილობრივი ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი დაიხარჯება.

დღის ამბები