28 ნოემბერი 2024,   00:52
ვრცლად
ოქროს გლობუსის 79-ე დაჯილდოება კვლავ მაყურებლისა და წითელი ხალიჩის გარეშე ჩატარდა

ოქროს გლობუსი, ან როგორც კრიტიკოსები უწოდებენ - ოსკარის რეპეტიცია - გასული წლის საუკეთესო ფილმებისა და ტელესერიალების დაჯილდოება, კვლავ მაყურებლისა და წითელი ხალიჩის გარეშე ჩატარდა.

ოქროს გლობუსის 79-ე პრემიის გამარჯვებულები, ამჯერადაც ონლაინფორმატში გამოაცხადეს.

როგორც ცნობილია, ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ კრიტიკა, თავის რიგებში თეთრი ადამიანების სიმრავლის გამო დაიმსახურა.

ღონისძიების ტრადიციული ადგილი, ლოს ანჯელესში, ბევერლი ჰილტონის სასტუმრო იყო.

ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის პრეზიდენტმა, ჰელენ ჰოჰნემ ამერიკელ რეპერ სნუპ დოგთან ერთად, ოქროს გლობუსის ნომინანტები ონლაინ ფორმატში დაასახელა. თავად გამარჯვებულები კი "ტვიტერის" საშალებით გამოავლინეს.

2022 წლის ოქროს გლობუსის ტრიუმფატორები, ჰოლივუდის ცნობილ სახეებსაც ერგოთ. საუკეთესო მიუზიკლის წოდება სპილბერგის "ვესტ საიდის ისტორიას" ერგო, საუკეთესო სერიალად კი "მემკვიდრეობა" დაასახელეს.

2022 წლის საუკეთესო დრამატული ფილმი, "ძაღლის ძალა" გახდა. სურათმა, ასევე, რეჟისორ ჯეინ კემპიონს და მსახიობ კოდი სმიტ მაკფის, ოქროს გლობუსი მოუტანა

ოქროს გლობუსის 79-ე დაჯილდოვებაზე, წლის საუკეთესო ანიმაციურ სურათად "encanto" დასახელდა.

30-წლიანი კარიერის განმავლობაში, უილ სმიტი ოქროს გლობუსზე ექვსჯერ იყო ნომინირებული. წლევანდელი დაჯილდოება, მსახიობისთვის იღბლიანი აღმოჩნდა. "მეფე რიჩარდში" შესრულებული როლისთვის ვარსკვლავს ჯილდო გადაეცა.

თანამედროვე კინოს უდიდესმა ვარსკვლავმა, ნიკოლ კიდმანმა რიგით მეექვსე ოქროს გლობუსი მოიპოვა. მსახიობს, ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ ჯილდო, ბიოგრაფიულ დრამაში "Being the Ricardos" - ისთვის შესრულებული მთავარი როლისთვის გადასცა.​

მიქაელა ჯეი როდრიგესმა, სერიალ "Pose" -ში შესრულებული როლისთვის ოქროს გლობუსი მოიპოვა.

უკვე მეორე წელია კოვიდ პანდემიის გამო, ცერემონია ფიზიკური სახით აღარ გამართულა.

დღის ამბები