28 ნოემბერი 2024,   01:26
ვრცლად
თბილისში შემთხვევების 60% ომიკრონია - ლაბორატორიებთან მოსახლეობის ნაკადი არ წყდება

გაზარდილი რიგები ლაბორატორიულ და ამბულატორიულ პუნქტებთან - ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მოქალაქეებისა და ავტომობილების ნაკადი არ წყდება კვლევის ცენტრებთან. მარტო ინფექციური საავადმყოფო დღეში 1000-მდე ნიმუშს იღებს და დადასტურებული ფაქტებიც საკმაოდ ბევრია.

საეჭვო შემთხვევების მომატება პირდაპირ ომიკრონის შიდა გავრცელებას უკავშირდება . ახალი შტამის ცირკულაცია ყოველდღიურად ძლიერდება. ერთ კვირაში ძირითადი ვარიანტი B1.1.529 გახდება . 

დღეს საკოორდინაციო საბჭოზე კიდევ ერთხელ ითქვა, რომ გადარჩენის მთავარი გზა ისევ ვაქცინაციის პროცესზე გადის. 

დასჭირდება თუ არა ჯანდაცვის სამინისტროს დაკეტილი საველე ჰოსპიტალის გახსნა - საწოლების ჯერ მხოლოდ 50 % -ია დატვირთული. პაციენტების მიღება კლინიკებს არ უჭირთ, თუმცა სისტემამ დამატებითი ზომების მიღება უკვე დაიწყო, გაძლიერდება პირველადი ჯანდაცვის რგოლი და ამ კვირაში არსებულს 40-მდე ონლაინკლინიკა დაემატება.

ექიმების, ინფექციონისტების მთავარი სათქმელი დღეს მხოლოდ ერთია - მოქალაქეებს ჰქონდეთ მეტი ინფორმაცია ვირუსის გართულებებისა და თავდაცვის შესახებ .

მარაგში ქვეყანას 550 ათასი "ფაიზერი", მილიონნახევარი "სინოფარმი" და "სინოვაკი" აქვს.

დღის ამბები