28 ნოემბერი 2024,   01:27
ვრცლად
ჩამონგრეული კორპუსი ავლაბარში - მაშველები გზის სავალ ნაწილს ასუფთავებენ

ავლაბარში მაშველები გზის სავალ ნაწილს ასუფთავებენ, დღეს აქ ავარიული საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. ნგრევის მომენტში შენობაში არავინ იმყოფებოდა.

ისნის რაიონის გამგებელის, ნიკოლოზ ელისაშვილის განცხადებით, დასკვნის შემდეგ პირველივე დღიდან ითხოვდნენ ოჯახების გამოყვანას.

"დღეს არცერთი ოჯახი ამ შენობაში აღარ იმყოფება. ვესაუბრეთ ყველას, იმ დღიდან, რაც დასკვნა დაიდო ამ შენობასთან დაკავშირებით და პირველივე დღიდან ვთხოვთ გამოყვანას ამ ოჯახებს, ამის შემდეგ უკვე შეიძლება მოხდეს დემონტაჟი, დაშლა,"- განაცხადა, ნიკოლოზ ელისაშვილმა.

"თბილისი ენერჯის" წარმომადგენლის განმარტებით, ადგილზე გამოცხადდება სარემონტო ჯგუფი, რის შედეგადაც მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება აღუდგება.

"ადგილზე გამოცხადდა სწრაფი რეაგირების ჯგუფი, "თბილისი ენერჯის". აქვე ადგილზე მოხდა გაზის მომარაგების შეწყვეტა. ამ წუთისთვის საფრთხე არ არის, განეიტრალებულია. ადგილზე გამოცხადდება სარემონტო ჯგუფი, რომელიც ჩაატარებს სარემონტო საშუალებებს და ნაწილს აღუდგება გაზმომარაგება," - განმარტავს, "თბილისი ენერჯის" წარმომადგენელი.

დღის ამბები