28 ნოემბერი 2024,   01:32
ვრცლად
ყაზახეთის პრეზიდენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა

ყაზახეთის პრეზიდენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. პოსტზე უცვლელად დარჩნენ საგარეო საქმეთა, ფინანსთა, თავდაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრები. ახალი ხელმძღვანელები ეყოლება იუსტიციის, ჯანდაცვის, ინფორმაციის, ენერგეტიკის და ინდუსტრიის სამინისტროებს.

პრემიერის პოსტზე ალიხან სმაილოვის კანდიდატურა ქვეყნის პრეზიდენტმა დაასახელა, ფრაქციებმა კი მას მხარი დაუჭირეს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დღეს დილიდან ყაზახეთის მასშტაბით აღდგენილია ინტერნეტზე წვდომა. ოფიციალური ინფორმაციით, ყაზახეთში არეულობების შედეგად დაღუპულია 164 ადამიანი. 

"რადიკალური ღონისძიებების კონკრეტული შემსრულებლების მომზადება კონსპირაციულად მიმდინარეობდა. ეროვნული უშიშროების კომიტეტს, როგორც უფლებამოსილ ორგანოს, არ შეეძლო და არ სურდა მკაფიო შეფასება მიეცა ამ დივერსიული სამუშაოსთვის. ვერ გათვალა ეროვნული უსაფრთხოებისთვის კრიტიკული საფრთხე. ზოგადად, კონტრტერორისტული ოპერაციის მწვავე ფაზა გავიდა. ვითარება ყველა რეგიონში სტაბილურია, ამასთან დაკავშირებით, ვაცხადებ, რომ უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამშვიდობო ძალების მთავარი მისია წარმატებით დასრულდა. ორ დღეში უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ერთიანი სამშვიდობო კონტინგენტის ეტაპობრივი გაყვანა დაიწყება. გაყვანის პროცესი გაგრძელდება არა უმეტეს, 10 დღისა,“ - ამბობს ყაზახეთის პრეზიდენტი, კასიმ-ჟომარტ ტოკაევი.

 

 

დღის ამბები