28 ნოემბერი 2024,   01:51
ვრცლად
"არ ვიტყვი, რომ ის მძიმედ არის, თუმცა მისი ჯანმრთელობა არის მნიშვნელოვანი რისკების წინაშე" - ადვოკატი მიხეილ სააკაშვილზე

მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღეს ციხეში ადვოკატმა მოინახულა. გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი თავს სუსტად გრძნობს და შესაბამისი კომპეტენციის მქონე ექიმების დაკვირვება სჭირდება.

"ახლა არ ვიტყვი, რომ ის მძიმედ არის, თუმცა მისი ჯანმრთელობა არის მნიშვნელოვანი რისკების წინაშე. მას სჭირდება მნიშვნელოვანი გამოკვლევების გაკეთება, მათ შორის, ე.წ. MRI-ის გაკეთება მაღალი ხარისხის აპარატით, რომელიც მოგვცემს საშუალებას ვნახოთ დაზიანების კერები, რომელიც იყო წარმოშობილი თავის ტვინში. ეს არის ნერვოლოგიური დაზიანებები ხაზს ვუსვამ. ეს არ არის დაკავშირებული ფსიქიკასთან ამ მომენტში, ეს არის დაკავშირებული ჯანმრთელობასთან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ფუნქციების მოშლა," - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას დღეს მისი თანაგუნდელებიც აპირებენ.

 

დღის ამბები