28 ნოემბერი 2024,   01:32
ვრცლად
დმანისის მუნიციპალიტეტში განახლებული რეგიონების პროგრამის ფარგლებში 2 მილიონამდე ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

დმანისის მუნიციპალიტეტში პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული განახლებული რეგიონების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2 მილიონამდე ლარის ღირებულების 4 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.

სამუშაოების ფარგლებში, დმანისის მუნიციპალური ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი რეკრეაციული სივრცეები და შადრევნები ეწყობა. ხორციელდება კულტურის სახლის ფასადისა და "თავისუფლების ხეივნის" მშენებლობა - რეაბილიტაციის ფარგლებში იცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო სისტემებიც.

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი დოხტურიშვილის თქმით, პროექტი პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ხორციელდება განახლებული რეგიონების ფარგლებში. ამჟამად მიმდინარეობს სკვერის რეაბილიტაცია, აღდგება დაზიანებული ბორდიურები, წესრიგდება მოსასვენებელი სივრცეები, დეკორატიული შემოღობვითა და გარე განათებებით.

დღის ამბები