28 ნოემბერი 2024,   01:49
ვრცლად
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გერმანიის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გერმანიის ელჩს შეხვდა.

ჰუმბერტ ქნირშმა შალვა პაპუაშვილს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა, საქმიანობაში წარმატებები უსურვა და მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. პაპუაშვილმა დიპლომატს მისი, როგორც პარლამენტის სპიკერის გეგმები გააცნო.

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და საპარლამენტო დღის წესრიგს. ამასთან, მხარეებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ 2022 წლის 13 აპრილს აღინიშნება ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლის იუბილე.

შალვა პაპუაშვილმა ელჩს გერმანიის მხრიდან საქართველოს დემოკრატიული რეფორმების განხორციელებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის, ქვეყნის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისა და აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

დღის ამბები