28 ნოემბერი 2024,   01:34
ვრცლად
3 წლიანი განხილვები დასრულებულია - ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას ხვალ 11 საათზე გამოაცხადებს

სამწლიანი განხილვები დასრულებულია - ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას ხვალ 11 საათზე გამოაცხადებს.

ბრალდებისა და დაცვის მხარემ დასკვნითი, საბოლოო სიტყვა უკვე თქვეს. ხაზარაძე, ჯაფარიძე და წერეთელი ახლა განაჩენს ელოდებიან.

ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე სისხლის სამართლის საქმე 2019 წლის ივლისში აღიძრა. მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები უკვე თითქმის 3 წელია მიმდინარეობს.

რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.

დღის ამბები