28 ნოემბერი 2024,   01:33
ვრცლად
თებერვალში შესაძლოა დღიურად 60 000-მდე შემთხვევა იყოს, უკვე მეექვსე ტალღის აღმავალ ნიშნულზე ვართ - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდსიტუაცია უარესდება და ქვეყანაში ახალი შტამი "ომიკრონი" უკვე 45%-ით ცირკულირებს. 

"თანდათან ეპიდსიტუაცია უარესდება და უკვე მეექვსე ტალღის აღმავალ ნიშნულზე ვართ, ცირკულაცია თანდათან ძლიერდება და დღევანდელი ცირკულაციის პროცენტი "ომიკრონის", ყველა დადებით შემთხვევაში, დაახლოებით 45%-ია. შეიძლება პიკში შევიდეთ თებერვლის პირველ ნაწილში და დღიურად ამ დროს, შესაძლოა 60 000-მდე შემთხვევა იყოს, რომლიდანაც, დაახლოებით 20-30% გამოვლინდება ლაბორატორიულად,"- აცხადებს ამირან გამყრელიძე. 

დღის ამბები