ევროპარლამენტის პრეზიდენტი დავიდ სასოლი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. სასოლი საავადმყოფოში იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული გართულებებით 26 დეკემბერს გადაიყვანეს.
იტალიელი პოლიტიკოსი და ჟურნალისტი გამთენიისას (ღამის 1.15 საათზე) იტალიის ქალაქ ავიანოს ჰოსპიტალში გარდაიცვალა.
დავიდ სასოლი ევროპარლამენტის პრეზიდენტის პოსტს 2019 წლის ივლისიდან იკავებდა.