28 ნოემბერი 2024,   00:47
ვრცლად
"ომიკრონისგან" დაცვას, კვლევის თანახმად მხოლოდ ბუსტერ დოზა უზრუნველყოფს - როდის იქნება მზად ვაქცინა ახალი შტამის წინააღმდეგ

მსოფლიოს დიდ ნაწილში "ომიკრონმა", ფაქტობრივად, უკვე ჩაანაცვლა ყველა სხვა დანარჩენი შტამი.

ისრაელში ერთ კვირაში ინფიცირების შემთხვევები​ გაოთხმაგებულია, ავსტრალიაში კი, "ომიკრონით" ბოლო ერთ კვირაში ნახევარი მილიონი ადამიანი დაინფიცირდა.

ამერიკის შეერთებული შტატები ისევ დისტანციურ მუშაობაზე გადადის, დიდი ბრიტანეთი კი ბუსტერ დოზის სასწრაფოდ გაკეთებას ურჩევს ორსულებს.

დღეს "ფაიზერმა" განაცხადა, რომ "ომიკრონის" ვაქცინა მარტში იქნება მზად, მანამდე კი კვლევები აჩვენებს, რომ "ომიკრონის" შემთხევაში 75 პროცენტიან დაცვას მხოლოდ ბუსტერ დოზა უზრუნველყოფს.

გერმანიაში აცახდებენ, რომ არ იციან, რამდენად კარგად მუშაობს სწრაფი ტესტები "ომიკრონთან" მიმართებით და ამ კუთხით კვლევებს გეგმავენ.

არავაქცინირებულთათვის შეზღუდვებს ამკაცრებს იტალია. მათ, ვისაც აცრა ჯერ არ გაუკეთებია, რესტორნებში შესვლა აეკრძალებათ, შიდა ფრენებზე წვდომა კი შეეზღუდებათ. დღეს რომის პაპმა საზოგადოებას აცრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

"ომიკრონის" შემთხვევები გაიზარდა ჩინეთშიც. ქალაქ ტიანჯინში "ომიკრონის" 2 შემთხვევის აღმოჩენის შემდეგ, შეიზღუდა ქალაქიდან გასვლა, დაიხურა სკოლები და საუნივერსიტეტო კამპუსები, ქალაქიდან პეკინისკენ მიმავალი მატარებლები კი გაჩერდა.

ავტორი: თიკო ცერცვაძე

დღის ამბები