28 ნოემბერი 2024,   00:49
ვრცლად
ევროპული უსაფრთხოების საკითხებზე დასავლეთსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებები დღეს ამერიკა-რუსეთის სტრატეგიული დიალოგით დაიწყო

შვეიცარიულმა ესკორტმა რუსული დელეგაცია პირდაპირ ამერიკულ მისიაში მიაცილა. ხელმძღვანელმა სერგეი რიაბკოვმა მის გუნდს ბოლო მითითებები მისცა.

სტრატეგიული დიალოგი რუსეთსა და ამერიკას შორის ჯერ მხოლოდ დასაწყისია. განსახილველია ათწლეულების მანძილზე დაგროვებული ურთიერთუკმაყოფილება, რომელიც მხოლოდ ნატოს გაფართოვებაზე არ გადის, თუმცა მთავარი თემა სწორედ ნატოა.

რუსეთი დაჟინებით მოითხოვს ალიანსმა აღმოსავლეთ ევროპაში უკრაინისთვის, საქართველოსთვის, მოლდოვასთვის ან სხვა პოტენციური წევრისთის გაღებული კარი დაკეტოს. დასავლეთისთვის კი ეს ფუნდამენტური საკითხია, რომელიც ევროპის უსაფრთხოებაზე გადის. ამიტომაცაა შეხვედრების სერია განსაკუთრებით საინტერესო. გარღვევებს არც ნატოში ელიან.

მოლაპარაკებების პარალელურად უკრაინის აღმოსავლეთით ვითარება კვლავ დაძაბულია. უკრაინელ სამხედროებს იმედი აქვთ, რომ დასავლეთი ამჯერად მაინც შეძლებს რუსეთის შეკავებას. ამერიკა-რუსეთის სტრატეგიული დიალოგისა და ნატო-რუსეთის საბჭოს შემდეგ, ამის შესაძლებლობა 13 იანვარს, ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოზეც იქნება, სადაც ყველა მხარე ერთმანეთის პირისპირ წარსდგება.

დღის ამბები