28 ნოემბერი 2024,   00:48
ვრცლად
ბაზრებსა და მარკეტებში გასაყიდ ხორცზე გაზაფხულიდან QR კოდს დაიტანენ - რის გაგებას შეძლებთ კოდის მეშვეობით

ელექტრონული კოდი ხორცპროდუქტებზე - გაზაფხულიდან ბაზრებსა და მარკეტებში ხორცზე QR კოდი იქნება დატანილი. სქესი, ასაკი, დაკვლის თარიღი, შენახვის პირობები და ვარგისიანობა. მომხმარებლები ცხოველის შესახებ ინფორმაციის მიღებას მობილურის მეშვეობით შეძლებენ. 

მომხმარებელთა უფლებების დაცვის გათვალისწინებით, ხორცპროდუქტების გაციფრულების ინიციატივა სურსათის ეროვნულ სააგანეტოს ეკუთვნის. პროექტის ფინანსური მხარდამჭერები კი შევეიცარია და ავსტრიაა, შესაბამისად მიზანი ხორცის გაყიდვის ევროპული სტანდარტის დანერგვას გულისხმობს. სწორედ სურსათის ეროვნული სააგენტო აღჭურვავს სასაკლაოებს შესაბამისი მოწყობილობებით, რომ ყველა ხორცის ნაჭერს შესაბამისი კოდი მიენიჭოს და ბაზარზე პროდუქტი ნიშნის გარეშე არ გავიდეს.

ახალი ინიციატივა ირიბად მიმართულია კანონდარღვევების არიდებისკენ. ბოლო პერიოდის განმავლობაში ვადაგასული ხორცპროდუქტების და საკვებად გამოუსადეგარი პირუტყვის ხორცის გაყიდვის ათობით შემთხვევა გამოვლინდა. თუ მყიდველი ხორცის შეძენამდე მოითხოვს სასაქონლე ნიშანს ან გამოოიყენებს მობილურ აპლიკაციას მისი წარმომავლობისა და ვარგისიანობის შესამოწმებლად, დარღვევების შემთხვევებიც ნაკლები იქნება.

დღის ამბები