28 ნოემბერი 2024,   00:37
ვრცლად
იმ პირების სასამართლო პროცესი, ვისაც სახელმწიფო სააკაშვილისთვის საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებას ედავება, გრძელდება

გრძელდება იმ პირების სასამართლო პროცესი, ვისაც სახელმწიფო მიხეილ სააკაშვილისთვის საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებას ედავება.

დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა შესავალი სიტყვა თქვეს, სახელმწიფო ბრალდება მოწმეების დაკითხვას 20 იანვრიდან დაიწყებს.

ამ საქმეზე სულ 4 ადამიანია ბრალდებული. საუბარია ელგუჯა ცომაიაზე, მამა-შვილ წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეზე.

ოთხივეს გამოძიება საზღვრის უკანონო კვეთასთან ერთად დანაშაულის დაფარვაში სდებს ბრალს. წინა სასამართლო სხდომაზე აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გადასინჯეს, თუმცა მოსამართლემ ის დატოვა.

"ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება და შესაბამისად გვაქვს მოლოდინი, რომ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი," - განაცხადა საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ.


დღის ამბები