28 ნოემბერი 2024,   00:47
ვრცლად
CNN-მა 20 საუკეთესო წვნიანს შორის ხარჩო დაასახელა

CNN-მა მსოფლიოს 20 საუკეთესო წვნიანი დაასახელა, რომელთა შორისაც ქართული კერძი - ხარჩოც მოხვდა.

ჩამონათვალს, რომელსაც რიგითობა არ აქვს, სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული კერძებია ნახსენები, მათ შორის უკრაინული ბორში, ვიეტნამური ბიიფ ფო, ტაილანდური ტომ იამ გუნი, ესპანური გასპაჩო, მექსიკური მენუდო, ფრანგული ბუიაბესი და ა.შ.

რაც შეეხება ხარჩოს CNN მის ინგრედიენტებს ასე წერს:

"ქლიავის სოუსი, რომელსაც ტყემალი ეწოდება, საქართველოს ტრადიციულ ერთ-ერთ საყვარელ წვნიანს მკვეთრ და ტკბილ გემოს მატებს. ის მზადდება მოუმწიფებელი ქლიავისგან, რომლის სიმჟავეც აბალანსებს წვნიანში გაკეთებული ძროხის ცხიმიანი ხორცისა და დაფქვილი ნიგოზის მდიდარ გემოებს. არომატები მოდის სუნელების ნარევისგან - ხმელი სუნელისგან, ქინძისგან, ქონდარისგან, შავი წიწაკისგან და სხვა ინგრედიენტებისგან."

დღის ამბები