28 ნოემბერი 2024,   00:45
ვრცლად
"ომირკონი"არის სინათლე გვირაბის ბოლოს, მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეს, რომ ჩვენ ვართ გვირაბის დასაწყისში და გასავლელი გვაქვს ეს გზა- ბიძინა კულიმბეგოვი 

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კვლავ მძიმეა.ეპიდემიოლოგები და სამედიცინო სექტორის წარმომადგენლები მძიმე მე-6 ტალღას აანონსებენ. მოსახლეობას კი მაქსიმალური სიფრთხილის და წესების დაცვისკენ მოუწოდებენ და კიდევ ერთხელ ახსენებენ, რომ ვაქცინაციია არის ერთადერთი გამოსავალი ვირუსისგან თავის დასაცავად. 

როგორც ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულიმბეგოვი ამბობს, მეცნიერების მოსაზრებით, "ომიკრონ" ვარიანტი არის სინათლე გვირაბის ბოლოს. 

"შეიძლება ჰოსპიტალურ სექტორშიც ბევრი პაციენტი მოხვდეს, ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდოს, მაგრამ  ეს არ აისახოს მძიმე პაციენტებში და მაღალი გარდაცვალების შემთხვევებში. ამის იმედი არსებობს, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ გარკვეულწილად, "ომირკონის" ვარიანტი, როგორც მსოფლიო განიხილავს, არის სინათლე გვირაბის ბოლოს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვართ გვირაბის დასაწყისში და გასავლელი გვაქვს ეს გზა. ყველას ვთხოვთ ვაქცინაციას, "ბუსტერს", პირბადის გამოყენება არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ჩვენ და საზოგადოება ამ ტალღას გადავურჩეთ,"- აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი

ამავე თემაზე
დღის ამბები