28 ნოემბერი 2024,   01:25
ვრცლად
რუსეთს საუკუნეების განმავლობაში ჰქონდა კონფლიქტი მეზობლებთან, მაგრამ მას აქვს ალტერნატივა - NATO-სთან თანამშრომლობა - სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივანი ამბობს, რომ რუსეთს, მეზობელ ქვეყნებთან კონფლიქტის ალტერნატივა აქვს - თანამშრომლობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან.

"მე ვიცი რუსეთის ისტორია, საუკუნეების განმავლობაში მათ ჰქონდათ კონფლიქტი მეზობლებთან, მაგრამ რუსეთს აქვს ალტერნატივა NATO-თან თანამშრომლობა, პოლიტიკური გამოსავლის ერთად პოვნა და ასევე, რუსეთის წუხილებზე პასუხი შესაძლებელია, თუმცა გრძელდება კონფლიქტის რისკი.

NATO-ს შეკავება სანდო და ძლიერია. ჩვენ უნდა გვქონდეს იმედი და ვიმუშაოთ საუკეთესოსთვის, მაგრამ მზად ვიყოთ უარესისთვის. ჩვენ მზად ვართ, ვესწრაფოთ უკეთესი ურთიერთობისთვის. ადრეც დავამტკიცეთ, რომ კომპრომისებზე წასვლა და რუსეთთან გადაწყვეტილებების პოვნა შეგვიძლია,"- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. 

დღის ამბები