28 ნოემბერი 2024,   02:31
ვრცლად
იმის გამო, რომ 20 პირს კოვიდი დაუდგინდა, ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქში 14 მილიონ ადამიანს ტესტირებას ჩაუტარებენ

კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მსოფლიოში 307 მილიონს აჭარბებს. საბერძნეთის ხელისუფლებამ კოვიდის საწინააღმდეგო ბუსტერ დოზებით აცრის ვადა 1 თებერვლამდე დაადგინა. ამ ვადის შემდეგ იმ პირებს, რომლებიც ვაქცინის ბუსტერ დოზებით აცრილები არ იქნებიან, გარკვეული შეზღუდვები დაუწესდება, მათ შორის ვერ შეძლებენ შიდა სივრცეების დიდ ნაწილში შესვლას. ორსულებს აცრისკენ მოუწოდებს დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება.

მასობრივი ტესტირება დაიწყო ჩინეთის ქალაქ ტიანძინში. 14 მილიონი ადამიანის ტესტირება მას შემდეგ გადაწყდა, რაც 20 პირს covid-19 დაუდასტურდა, მათ შორის არიან ომიკრონის შტამით ინფიცირებულებიც.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე 10 მილიონს გადააჭარბა ინფიცირების შემთხვევებმა აფრიკის კონტინენტზე. ყველაზე მაღალი მაჩვენებლები სამხრეთ აფრიკაში, მაროკოსა და ტუნისში ფიქსირდება.

 

დღის ამბები