ჟენევაში შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები დაიწყო. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ამერიკული დელეგაციის ხელმძღვანელმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ორმხრივ საკითხებზე ისაუბრა.
უენდი შერმანმა ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების ერთგულებას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საერთაშორისო პრინციპების მიმართ, ასევე სუვერენული ქვეყნების თავისუფლებას, თავად აირჩიონ ალიანსები.
მხარეები სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგის ფარგლებში ძირითად შეხვედრას დღეს გამართავენ. შეხვედრების წინ სერგეი რიაბკოვმა თქვა, რომ მოსკოვი მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ოპტიმისტურად არ არის განწყობილი.