28 ნოემბერი 2024,   00:37
ვრცლად
რას ჰყვებიან კონფლიქტის ზონიდან დაბრუნებულები - ქუთაისისა და თბილისის აეროპორტებში ყაზახეთიდან დღეს 4 რეისი შესრულდა

რამდენიმე დღიანი შეფერხების შემდეგ ყაზახეთსა და საქართველოს შორის ფრენები ნაწილობრივ აღდგა. ქუთაისისა და თბილისის აეროპორტებში ყაზახეთიდან დღეს სულ 4 თვითმფრინავი დაეშვა. ბოლო რეისი ცოტა ხნის წინ განხორციელდა, რომელმაც აქტაუდან სამშობლოში საქართველოს მოქალაქეები დააბრუნა. ბორტზე იყვნენ ყაზახეთის მოქალაქეებიც.

კონფლიქტის ზონიდან დაბრუნებულები აცხადებენ, რომ ქალაქ აქტაუში, ვითარება, ალმათისგან განსხვავებულია და შედარებით სიმშვიდეა. მათი თქმით, ადგილზე პირველადი საჭიროების ნივთებზე და პროდუქტებზე  პრობლემა არ ჰქონდათ, თუმცა ინტერნეტი მთელი ქვეყნის მასშტაბით შეზღუდულად მიეწოდებათ.

ატირაუს და აქტაუს მიმართულებით ფრენები ქუთაისის აეროპორტიდანაც განახლდა. ფრენები ხვალაც გაგრძელდება.

 

დღის ამბები