28 ნოემბერი 2024,   00:49
ვრცლად
რუსეთი მეზობლების - საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მიმართ აგრესიის აქტებს ახორციელებდა და განახლებული საფრთხეა დღეისთვის უკრაინაში - ენტონი ბლინკენი

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა CNN-ის ეთერში საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის შესახებ ისაუბრა. ენტონი ბლინკენის თქმით, რუსეთი მეზობლების მიმართ აგრესიის აქტებს გასული ათწლეულების მანძილზე ახორციელებდა.

სახელმწიფო მდივნის თქმით, დღეს განახლებული საფრთხეა უკრაინაში. მისივე თქმით, რთულია რეალური პროგრესის დანახვა ესკალაციის პირობებში, როდესაც უკრაინაზეა იარაღი მიშვერილი.

"პირველ რიგში, რატომ ვართ აქ, რადგან გასული ათწლეულების განმავლობაში რუსეთი მეზობლების – საქართველოს, მოლდოვასა და 2014-ში უკრაინის მიმართ აგრესიის აქტებს ახორციელებდა და განახლებული საფრთხეა დღეისთვის უკრაინაში.

მეორე, საქმე ეხება მნიშვნელოვან პრინციპებს, რომლებიც ფუნდამენტური მშვიდობისა და უსაფრთხოების საფუძვლებამდე მიდის. პრინციპი, რომლის თანახმადაც არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია შეცვალოს მეორეს საზღვრები ძალისმიერი გზით, პრინციპი, რომლითაც ერთ ქვეყანას არ შეუძლია უკარნახოს მეორეს მისი საგარეო პოლიტიკა და არჩევანი, ასევე თუ ვის დაუკავშირდება.

ჩვენ ვაერთიანებთ ქვეყნებს არა მხოლოდ ევროპაში, მის მიღმაც, რათა მკაფიო გახადონ რუსეთისთვის, რომ ამ აგრესიას არ შევეგუებით, არ მივიღებთ და არ ავიტანთ. რუსეთის არჩევანი იმაში კი არ არის, რომ დათმობებზე წავიდეს, არამედ დაინახოს, რომ დიალოგისა და დიპლომატიის კონტექსტში, არსებობს საკითხები, სადაც ორივე მხარეს შეუძლია მოქმედება, რათა შევამციროთ დაძაბულობა," - აცხადებს ენტონი ბლინკენი.

დღის ამბები