28 ნოემბერი 2024,   00:36
ვრცლად
"ფრიდომ ჰაუსის" კვლევა, რომელიც 2021 წლით თარიღდება - მმართველ პარტიაში ინფორმაციის დაგვიანებით გავრცელებას თემით მანიპულაციის მცდელობად აფასებენ

"ქართული ოცნება" "ფრიდომ ჰაუსის" იმ კვლევას ეხმაურება, რომელიც 2021 წლით თარიღდება, თუმცა, "ამერიკის ხმამ" სწორედ ახლა გაავრცელა. მმართველი პარტია მსგავსი ინფორმაციის დაგვიანებით გაჟღერებას თემით მანიპულაციის მცდელობად აფასებს.

ამერიკული ორგანიზაციის მიერ გასულ წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მაჩვენებლები დემოკრატიის კუთხით შემცირებულია, ასევე შემცირებულია ქვეყნის მაჩვენებელი გლობალური თავისუფლების კუთხით, თუმცა, საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესებულია ინტერნეტის თავისუფლების ინდექსის თანახმად, ქვეყანას 77 ქულა აქვს მინიჭებული, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 1 ქულით მეტია.

ინტერნეტის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში საქართველო მეცხრე ადგილს იკავებს. ქვეყანა ინდექსში უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა იაპონია, იტალია, ავსტრალია, აშშ. 

"ჩვენ ორი დღეა ვაკვირდებით ორკესტრირებულ დეზინფორმაციის და ფეიკ ინფორმაციების გავრცელების ტალღებს ოპოზიციის მხრიდან. ეს შედის მხოლოდ ერთი ქვეყნის ინტერესში, ეს არის რუსეთი. მაშინ, როდესაც დაძაბულია ამდენად რეგიონში სიტუაცია და ვისი პირითაც ახერხებს ამას და რა წყაროებითაც, ეს უკვე ზედაპირზეა. რაც შეეხება "ფრიდომ ჰაუსის" იმ ინფორმაციას, რომელიც 2021 წლის მარტშია გამოქვეყნებული და შეეხება 2020 წლის საარჩევნო ციკლს, დიდწილად განპირობებულია იმ ფეიკ ტელევიზიების, ერთკაციანი პარტიების საბოტაჟით. ასევე, სადამკვირვებლო ზოგიერთი ორგანიზაციის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, რომელთაც საჯაროდ მოიხადეს ბოდიში იმ შეცდომაზე, რაც მათ დაუშვეს 2020 წლის არჩევნების პერიოდში. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს ინფორმაცია ამ რაკურსით დეზინფორმაციაა და მანიპულაციაა ჩვეულებრივ, სხვა შემთხვევაში კი ამაში დრამატული არაფერი არ არის," - ამბობს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია. 

 

დღის ამბები