28 ნოემბერი 2024,   00:42
ვრცლად
მსოფლიოს უძლიერესი მოფარიკავეები 14 იანვრიდან თბილისში შეიკრიბებიან და მსოფლიოს თასისთვის იბრძოლებენ

მსოფლიოს უძლიერესი მოფარიკავეები 14 იანვრიდან თბილისში შეიკრიბებიან და მსოფლიოს თასისთვის იბრძოლებენ. მანამდე კი ჩვენს დედაქალაქს უკვე ეწვია 50 ქვეყნის 400-ზე მეტი ხმლით მოფარიკავე და ტურნირამდე რამდენიმე დღით ადრე საწვრთნელ- მოსამზადებელ დასკვნით ეტაპს გადიან.

შეჯიბრება 17 იანვრამდე გაგრძელდება და ჩემპიონ- პრიზიორების ვინაობა, როგორც ვაჟებში ასევე გოგონებშიც გაირკვევა. ჩვენი ქვეყნის ღირსებას 12 ვაჟი და 12 გოგონა დაიცავს. მათ შორის იქნებიან საქართველოს ნაკრების ლიდერები ლიკა ჯიჯეიშვილი და ძმები, სანდრო და ბექა ბაზაძეები.

თბილისის მსოფლიოს თასზე სხვადასხვა სინჯის მედლების გარდა, პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულებიც განაწილდება. ქართველი მოფარიკავეებისათვის ეს ტურნირი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ისინიც სათანადოდ ემზადებიან.

მსოფლიოს თასის შეხვედრებს, 3 დღის მანძილზე ალექსანდრე ანპილოგოვის სახელობის თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს. დასწრება თავისუფალი იქნება და ვაქცინირებულ გულშემატკივარებს შეუძლიათ მივიდნენ და უქომაგონ ქართველ მოფარიკავეებს.

დღის ამბები