28 ნოემბერი 2024,   00:50
ვრცლად
"კურიერი" მსოფლიოს ცხელი წერტილიდან - ყაზახეთის საზღვარი და ექსკლუზიური კადრები კორდაის გამშვები პუნქტიდან

"კურიერი" მსოფლიოს ცხელი წერტილიდან - ყაზახეთის საზღვრიდან და ექსკლუზიური კადრები "კორდაის" გამშვები პუნქტიდან, რომელიც ახლა საერთაშორისო მედიის დისლოკაციის ადგილია.

ყაზახეთის ხელისუფლებამ საზღვრის ეს მონაკვეთი, სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის, მათ შორის მედიისთვისაც ჩაკეტა, ატარებენ მხოლოდ ყაზახეთის და ყირგიზეთის მოქალაქეებს.

ალმატიში კი, რომელიც ამ წერტილიდან 200 კილომეტრშია, არ წყდება სროლის ხმა. დაკავებულების რაოდენობა 4 400-მდე გაიზარდა. დაჭრილია 2 ჟურნალისტი. ძალაშია პრეზიდენტის ბრძანება, რომელმაც სამხედროებს და პოლიციას პირდაპირ მოუწოდა ადგილზევე, გაფრთხილების გარეშე ესროლონ ყველა მოქალაქეს, ვინც მათ არ დაემორჩილება. მოკლულია 44 ადამიანი, მათ შორის 18 პოლიციელი.

"კურიერი“ მოქალაქეს გაესაუბრა, რომელმაც ყაზახეთიდან ყირგიზეთის მიმართულებით საზღვარი გადაკვეთეს. რესპონდენტები ამბობს, რომ ქვეყანაში ვითარება საკმაოდ რთულია, თუმცა დაშავებულების და გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

"ჩვენ გამოვასწარით და გადმოვედით საზღვარზე, ძალიან სწრაფად ვიმოქმედეთ, რომ ქვეყანა დაგვეტოვებინა და ეს პროცესი რთული იყო. თუმცა, გზაზე სიმშვიდე იყო. სანამ წამოვიდოდი სახლში ვიყავი და გარეთ საერთოდ არ გავდიოდი, რადგან არეულობა და საშინელი სიტუაციაა,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

მოქალაქეები, რომლებმაც ყაზახეთი დატოვეს, ამბობენ, რომ ვითარების დასტაბილურების იმედი აქვთ. 

"ბევრი ტოვებს ქვეყანას, ბევრს ეშინია. დღეს შეიმჩნევა მოძრაობა საზღვარზე. წინა დღეებში ვერ ახერხებდნენ გადმოსვლას. ამბობენ, რომ იმედი აქვთ სიტუაცია შეიცვლება და სამშობლოში მალე დაბრუნდებიან," - ამბობს კიდევ ერთი მოქალაქე.

ყაზახეთში ე.წ. კომენდანტის საათი მოქმედებს და ადგილობრივებს ქუჩაში გადაადგილებაზე შეზღუდვები აქვთ დაწესებული. პროცესს სრულად აკონტროლებს როგორც ყაზახეთის პოლიცია.

დღის ამბები